ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის  მდგომარეობა კრიტიკულია

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულის მკვიდრი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას მწვავე რესპირატორული სინდრომები აქვს" , - განაცხადა ლევან რატიანმა.

ქალის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან თბილისში დღეს გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პაციენტმა მარნეულში მდებარე "ავერსის" კლინიკას 13 მარტს მიმართა, თუმცა ექიმების თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, რის გამოც ვირუსზე არ შეამოწმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე ადგილობრივ კლინიკაში მისი დაც იმყოფებოდა, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა კორონავირუსზე არც ის შეუმოწმებიათ.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მარნეულში ჩასვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თუმცა კლინიკაში მისვლისას ეს ინფორმაცია დამალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი კი, ინფექციურიდან უკვე გაწერეს

როგორ გამოიყურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში მოაწყო (ფოტოები)

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა