ავტორი:

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს. როგორც cnbc.com წერს, საჭირო ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ექიმს, რომელთანაც მერკელს კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსის ახალი ტიპი COVID-19 დაუდასტურდა.

მერკელმა პარასკევს შეიტყო, რომ მასთან კონტაქტში მყოფ ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა და დაუყოვნებლივ მიიღო იზოლაციის გადაწყვეტილება. მას მომდევნო დღეების განმავლობაში კორონავირუსზე ტესტს რეგულარულად ჩაუტარებენ.

საქმიანობას კი კვლავ გააგრძელებს, თუმცა დისტანციურად.

გერმანიაში ბოლო ინფორმაციით, 24 806 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 93 გარდაიცვალა, ხოლო 266 პაცოიენტი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

რუსეთში, კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?