ავტორი:

"ჩვენთან, ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი..." - მეუფე საბა მსახურების შეზღუდვის მიზეზებზე

"ჩვენთან, ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი..." - მეუფე საბა მსახურების შეზღუდვის მიზეზებზე

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი, რომელმაც გუშინ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამღვდელოების სახელზე მიმართვა გაავრცელა, აცხადებს, რომ ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა.

ამის შესახებ მეუფემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. შექმნილი ვითარების გამო, მის ეპარქიაში მსახურებები შეიზღუდა. ეპისკოპოსმა მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

"არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს.

ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს. ამიტომ კარგიც უნდა დავინახოთ, დავრჩეთ სახლში და სახლიდან ვილოცოთ.

მეუფე გიორგი მარნეულის მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებით ეკლესიაში, ვილოცებთ თქვენთვის და თქვენ სახლიდან ილოცეთ ჩვენთვის. აი ესეთი განცხადებები არის დღეს მისაბაძი, რომელიც მრევლმა უნდა ისმინოს", - განაცხადა მეუფე საბამ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ როგორც ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები შემოიღეს და შესაძლოა, კიდევ შემოიღონ. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები.

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - გიორგი ლორია

"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"