ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური - 82, ხოლო მინიმალური - 2 წელი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, თუმცა ასეთ დროს დისტანცია უნდა იყოს დაცული.

„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10 ; კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები