ავტორი:

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება.

მაშინ როცა ყველა ადამიანს შეეცვალა დღის წესრიგი, გადავიდა დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე, ოჯახის წევრები უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, რაც სასიამოვნოსთან ერთად, შესაძლოა სახიფათოც კი იყოს - გაიზრდება საოჯახო საქმეები, იმატებს დაძაბულობა წყვილებს შორის... ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სწორად ვესაუბროთ ბავშვებს.

AMBEBI.GE-მ რჩევებისთვის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ გაგოშიძეს მიმართა:

- საერთოდ, ბავშვები მაგალითს პირდაპირ ჩვენგან იღებენ. მშობლებისგან, უფროსებისგან. ამიტომ თუ მათ დაპანიკებული ვენახვებით, ამით დიდ ზიანს მივაყენებთ მათ ფსიქიკას. ბავშვებს უნდა ვუჩვენოთ ჩვენი მაგალითი. ვეცადოთ, რომ მათთან ვიყოთ მშვიდები და მკვეთრი რეაქციები არ გამოვხატოთ. ვაიმე, რა გვეშველება, ყველა დავინფიცირდებით და ა.შ.

ასევე ნუ დავემუქრებით ბავშვებს: თუ ხელს არ დაიბან, კორონა დაგემართება, ან რამე ასეთი მუქარის შემცველი მოწოდებებისგან თავი შევიკავოთ. ჩვენ ზოგადად და ხატოვნად უნდა ავუხსნათ მათ არსებული სიტუაციის შესახებ. თუ რატომ არის მათი სახლში დარჩენა დროებით აუცილებელი, რატომ უნდა დაიბანონ ხელები ხშირად. ვეცადოთ, სიტყვები სწორად შევარჩიოთ ბავშვებთან. ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ავუხსნათ, რომ ადამიანების უმრავლესობას არაფერი არ მოსდის. რომ თუ კარგად მოიქცევიან და ჰიგიენას დაიცავენ, არაფერიც არ ემუქრებათ.

თუმცა, საჭიროა რომ სადღაც გამოვხატოთ ეს ჩვენი შიშები და ემოციები არა? უნდა გამოვხატოთ ჩვენზე ემოციურად ძლიერებთან და არა ჩვენზე სუსტებთან და ბავშებთან. გავუზიაროთ ჩვენი ზომიერი შიშები მეუღლეს, მშობლებს, ვისაუბროთ ამაზე მეგობრებთან და რაც მთავარია, ყველამ გავამხნევოთ ერთმანეთი. გამხნევება ეხმარება უფრო იმას, ვინც ამხნევებს, ვიდრე იმას ვისაც ამხნევებენ. ამ დროს კარგად მუშაობენ ენდორფინები.

ეს სიტუაცია ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შემოვაბრუნოთ ჩვენს სასარგებლოდ - რომ ჩვენ, როგორც იქნა მოვიცალეთ და დავიწყეთ ერთმანეთის გათვალისწინება, ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მოკითხვა და თუ კორონამ გვაიძულა ამის გაკეთება, ყოჩაღ კორონას! თუ ჩვენ ამას შევხედავთ ასე, რომ ეს არის საფრთხილო სიტუაცია, მაგრამ აქედანაც შეგვიძლია რამე ვისწავლოთ და სარგებელი ვნახოთ, ასეც იქნება. გვახსოვდეს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს!

...თუ დავუკვირდებით, ისედაც თვითიზოლაციაში გადის ჩვენი მთელი ცხოვრება, ასე არ არის?! მთელი დღე ვართ დაკავებულები, არ გვცალია არაფრისთვის, ერთმანეთისთვისაც კი. სულ ვნატრობდით თავისუფალ დროს და სახლში ყოფნას. მაგრამ როდესაც გვაიძულებენ, რომ თვითიზოლაციაში ვიყოთ, უკვე აღარ მოგვწონს.

არადა თვითიზოლაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგი და სასარგებლო ჩვენთვის - შეგიძლია ცოტა ხანს გაჩერდე, დაფიქრდე, რისთვისაც არ გეცალა, იმისთვის მოიცალო. ამას აქვს თავისი პოზიტიური მხარე. გააჩნია რა კუთხით შევხედავთ, მაგრამ იცით რატომ არ მოგვწონს სახლში ყოფნა? იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მექანიკური ცხოვრების სტილით ვართ გაუცხოებული საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი. არ გვქონდა ჩვენ მათთან ურთიერთობისთვის დრო, ამიტომ ახლა შეგვიძლია მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქეთკენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებთან კარგი კომუნიკაცია დავამყაროთ.

რეალურად, ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა, თუ ორივე მშობელი დისტანციურზე გადაიყვანეს, კიდე უკეთესი, დავუთმოთ დრო ჩვენს შვილებს და ამოვავსოთ ის დეფიციტი, რაც გვქონდა. შეგიძლიათ ითამაშოთ ოჯახური თამაშები, რაც საუკეთესო თერაპიად ითვლება" - გვირჩევს თამარ გაგოშიძე.

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)