ავტორი:

"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში

"არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც..." - ცხინვალის რეგიონი კორონავირუსის მოლოდინში

"რაზდახანის პუნქტის ჩაკეტვით, ხელისუფლებამ გაგვწირა..." - ასე ეხმაურებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობის” გადაწყვეტილებას ადგილობრივები, რომლებიც კორონავირუსის მოლოდინში არიან.

საშიში ვირუსის მოლოდინშია ახალგორის რაიონის მოსახლეობაც. მათი თქმით, ის რაც ცხინვალში ხდება, ზედმიწევნით მეორდება დაბაშიც...

"ზუსტად იგივე ვითარებაში ვართ, როგორც აფხაზეთი. შიშს ამძაფრებს ისიც, რომ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, როგორ მიიწევს მანქანების კოლონა ფსოუს საზღვრისკენ. არსებული ინფორმაციით, ისინი რუსეთში დაწყებულ ეპიდემიას აფხაზეთში ემალებიან... ძალიან შეშინებული ვართ..." - ამბობს ერთ-ერთო ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

ცხინვალელი ოსების თქმით, იმავე რეალობის წინაშე არიან. ქალაქში საკმარისი ღონისძიებები არ არის მიღებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუჩებში “მილიციელები” გამოჩდნენ და მოსახლეობა გააფრთხილეს, გარდაუვალი სიტუაციის გარდა, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ადგილობრივი “ჯანდაცვის” უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებს საკმარისი რაოდენობის პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და სამედიცინო ხელთათმანები აქვთ. თუმცა, ეს განცხადება საიმედოდ არ ეჩვენება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს, რომელთა თქმითაც, ვირუსის წინაშე რეგიონი უძლურია.

“სახლში მეტი დრო გაატარეთო, მოგვიწოდეს. გვანახეს როგორ ასუფთავებენ შენობებს სადეზინფექციო ხსნარით, თუმცა, როგორ მოსალოდნელი იყო, ხალხი არ ითვალისწინებს რეკომნდაციებს, ქუჩაშიც დადიან, მარაგსაც იკეთებენ და თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირიც ტარდება... რა იქნება ხვალ, რა ელის, უფროსი თაობისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს? ღვთის ანაბარა ვართ!" - წერს ოსი ინტერნეტმომხმარებელი ლუიზა გასიევა.

მოსახლეობის თქმით, რუსეთში არსებული მძიმე რეალობის გამო, უამრავი ადგილობრივი ცხინვალში ბრუნდება. მოდიან რუსებიც, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას დროებით გაერიდონ. ყველა მათგანი კი, ვირუსის პოტენციური გავრცელების საფრთხეა.

“ერთი შემთხვევაც კი, ნიშნავს, რომ პროცესს ვეღარ შევაჩერებთ... ყველაფრის მარაგი გვაქვსო გვეუბნებიან, მაგრამ უამრავმა ადამიანმა ნახა, მაღალჩინოსნები როგორ ეზიდებოდნენ მანქანის საბარგულით სურსათს... თავადაც შეშინებული არიან. ერთმა ახლობელმა გვითხრა, პანდემიის აფეთქება ჩვენთანაც გარდაუვალია, თუ უკვე არ არის დაფიქსირებული. ვერაფერს გირჩევთ, ხელების ხშირი დაბანის გარდაო..." - წერს ალან სანაკოევი.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმი, მარინა კოჩიევა იუწყება, რომ ადგილობრივ ექიმებს შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ და აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია. მან ასევე აღიარა, რომ ცხინვალში არ არის შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ... "ეხო კავკაზას" ცნობით, მათ დახმარება რუსეთს სთხოვეს.

თუმცა, მოსახლეობის თქმით, კრიზისის მიუხედავად ბიბილოვის გუნდმა საერთაშორისო დახმარების მიღებაზე უარი თქვა, რითაც მოსახლეობის აგრესია გამოიწვია.

"წარმოუდგენელი არგუმენტი გვითხრეს, აფხაზეთში შიდსისა და ცე ჰეპატიტის უამრავი შემთხვევა აქვთ, შესაბამისად, გარისკვა არ უღირთ... ჩვენთან რამდენია, აღრიცხულიც კი არ არის. ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ყველას, ვინც ალკო და ნარკოდამოკიდებულია, დაბალი იმუნიტეტის მატარებელია, ვწირავთ მათ... მსოფლიო გაერთიანდა ამ საშიში ვირუსის წინაშე და ამათ იზოლაციაში მოგვაქციეს.

რუსეთში რამდენიმე დღე უნდა ანალიზის პასუხის მიღებას, ათასობით ადამიანის ანალიზი გაქრა და არავინ იცის, რეალურად რა ხდება. საქართველოში კი, რამდენიმე საათში მზად აქვთ პასუხები, მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ქვეყანა კარგად ართმევს ვირუსთან ბრძოლას, ჩვენ არავინ იცის რას გვიპირებენ. ყველას თავისი გასჭირვებია, მათ შორის რუსეთსაც... თან გვეუბნებიან - პანიკაში ნუ ხართო, სხვანაირად შესაძლებელია?" - კითხულობს მავრა კოკოითი.

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე