ავტორი:

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად განიხილავენ და აკომენტირებენ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის სამმხრივ შეთანხმებას. პოპულარული გამოცემა "სვობოდნაია პრესა" («Свободная пресса») აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვისია გამარჯვება? ყარაბაღში არა მარტო სომხეთის, არამედ - რუსეთის ბედი წყდებოდა: ანდრანიკ მიგრანიანი მაქსიმ შევჩენკოს წინააღმდეგ".

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ანდრანიკ მიგრანიანი, მგიმოს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი: "აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის სამმხრივი შეთანხმება შესაძლებელია, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს: ერთი მხრივ, ეს არის რუსეთის ტაქტიკური გამარჯვება, მეორე მხრივ კი - თურქეთის სტრატეგიული გამარჯვებაც. უნდა ვაღიაროთ, რომ სომხეთის არაკომპეტენტური და გრანტიჭამია მთავრობის გამო, მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსეთი დიდხანს ელოდებოდა სომხეთის ხელისუფლების "დაჭკვიანებას" და დახმარებას აჭიანურებდა... ეს გასაგებია, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც: ყარაბაღი მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ იბრძოდა, არამედ - სომხეთისა და რუსეთისთვისაც. მოსკოვის ყოყმანმა მისი ერთადერთი მოკავშირის დამარცხება გამოიწვია. ის, რაც მოხდა, ტოტალურ კაპიტულაციას წარმოადგენს.

აზერბაიჯანი ყოველთვის თურქეთის ძმა და მეგობარი იყო, საქართველოსაც ვერ ჩავთვლით რუსეთის მოკავშირედ... ასეთ სიტუაციაში მოსკოვის გაუბედაობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მართალია, ჩვენ ახლა ტერიტორიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ძალიან დიდი, კოლოსალური რეპუტაციული დარტყმა მივიღეთ.შეძლებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში დარჩენას? იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს. ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ამერიკა თავისი კაცის დასახმარებლად სომხეთში დესანტს გადასხამს... თუმცა ამერიკას ახლა ნიკოლ ფაშინიანის ბედი არ ადარდებს, ვაშინგტონს თავისი პრობლემები აქვს".

მაქსიმ შევჩენკო, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, არ იზიარებს ანდრანიკ მიგრანიანის თვალსაზრისს და ფიქრობს, რომ მომხდარი ამბები რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯან-ირანის პარტნიორობას მოწმობს. იგი შეთანხმებას მოსკოვის წარმატებად მიიჩნევს...წაიკითხეთ სრულად

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს