ავტორი:

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

ბელორუსი იმ მცირე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ბელორუსში ისევ მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები და სპორტული ტურნირების გადადების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც sky.com წერს, მოედანზე ისევ დადიან გულშემატკივრები და მათ ძალიან მცირე ნაწილს უკეთია დამცავი პირბადე,

ბელორუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ მატჩების გადადებასა და სეზონის გაუქმებას. ქვეყნის ლიდერიც, ალექსანდრ ლუკაშენკოც ამავე აზრზეა.

პრეზიდენტი გასულ შაბათს ყინულის ჰოკეის მატჩს დაესწრო, თავადაც ითამაშა, მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ სპორტი საუკეთესო ანტივირუსული საშუალებაა.

"უმჯობესია მოკვდე ორ ფეხზე მდგომი, ვიდრე იცხოვრო მუხლებზე დაჩოქილმა“, - უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რაც მას მატჩების გადადებას გადააწყვეტინებდა, მან უპასუხა - „შესაძლებელია, მაგრამ რატომ? მე არ მესმის. აქ არანაირი ვირუსი არ არის. აქ რაიმე დაფრინავს? მე ვერ ვხედავ“, - თქვა ლუკაშენკომ.

როგორც sky.com წერს, მან რამდენიმე დღით ადრე რეკომენდაცია მისცა მოსახლეობას, რომ ყოველ დღე 50 მლ არაყი დალიონ. ლუკაშენკო თვლის, რომ ამ შემთხვევაში ვირუსი ვერ მიეკარებათ. პრეზიდენტი იმასაც ურჩევს მოქალაქეებს, რომ სამსახურში დალევას თავი აარიდონ. ლუკაშენკოს რჩევა, რა თქმა უნდა, მთლიანად ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ბელორუსის პრეზიდენტი ასევე ურჩევს ადამიანებს, რომ რეგულარულად იარონ საუნაში, იმუშაონ მინდვრებში, მიირთვან დროულად ჯანსაღი საუზმე. მეზობელ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს კი ის აღმაშფოთებლად მიიჩნევს და „ფსიქოზად“ აფასებს.

ლუკაშენკომ ასევე პირობა დადო, რომ აუცილებლად იზეიმებენ 9 მაისს, მოეწყობა აღლუმი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ქუჩაში გამოვლენ. როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ აპირებს იმის გათვალისწინებას, რომ ხანდაზმული ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო დაუცველები არიან.

ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით 94 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 32 გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი კი არ ფიქსირდება.

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა