ავტორი:

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის ყოფილ პრემიერ - მინისტრს და პარტია "ბატკივშინას“ თავმჯდომარეს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც - ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი.

სად და რა ვითარებაში მოხდა პოლიტიკოსის დაინფიცირება, ამ დროისთვის უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ტიმოშენკოსა და მისი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად გადიან მკურნალობას.

23 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაინფიცირების 104 958 შემთხვევა, მათგან 2271 გარდაიცვალა, 52 235 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა