ავტორი:

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - თენგიზ ცერცვაძე

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - თენგიზ ცერცვაძე

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სპეცპროექტი - COVID 19" განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გადადგმული ნაბიჯებით ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის.

ცერცვაძემ კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში covid-19-თან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები ყალბდება.

"არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენ ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია. ერთ რამეზე მეღიმება, რომ ამბობენ მალავენ სტატისტიკას და სინამდვილეში ორჯერ მეტიაო... ფანტაზია მაინც ეყოთ და ცოტა მეტი მაინც თქვან", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დადასტურდა

"თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს"

"თენგიზ ცერცვაძის სახელით ფეიკ-გვერდები შეიქმნა, სადაც ცრუ ინფორმაციები ვრცელდება"