ავტორი:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. ეს კლინიკაში მეოთხე დადასტურებული შემთხვევაა.

ახალგაზრდა მამაკაცი ვირუსის სიმპტომით კლინიკაში გუშინ შევიდა. ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება.

პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შეთხვევაა დადასტურებული.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა