ავტორი:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს

საბერძნეთის მართლამდიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2020 წლის 1 აპრილის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ღამეს, ანუ 19 აპრილის ღამეს ჩატარდეს სააღდგომო წირვა და ღვთისმსახურება აღესრულოს მრევლის გარეშე. ამის შესახებ ბერძნული ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.

სინოდის განჩინებაში წერია, რომ ეკლესია სრულად იაზრებს გამოწვევას და იმ კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა და ეკლესიის მიზანი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

"ქრისტეს რწმენა სიცოცხლის ელჩია და არა სიკვდილის“ - წერია სინოდის განჩინებაში. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის დღესასწაული ადამიანებთან ერთად აღდგომიდან 39-ე დღეს, 27 მაისს აღინიშნოს.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა და ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ბერძნულმა ეკლესიამ "აღდგომა გადადო", რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე სამღვდელო პირები ყველა წესს აღავლენენ, თუმცა მრევლისთვის ეკლესიის კარი დახურული იქნება, კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

საბერძნეთში, ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 1544 ადამიანია დაინფიცირებული, 53 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე 61 ადამიანია.

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა