ავტორი:

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემია არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ამ ეპოქის ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოსცადოს.

მილიარდერი გვაფრთხილებს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ განმეორდეს.

გეითსმა აღნიშნულ საკითხზე The Financial Times-თან ისაუბრა. მისი თქმით, ახლა, ვირუსის დასამარცხებლად საჭიროა ტრილიონობით დოლარი, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მსოფლიოს დასჭირდებოდა, პანდემიისთვის მზად რომ ყოფილიყო.

ბილ გეითსი საუბრობს სამომავლოდ მძლავრი დიაგნოსტიკური ცენტრების, ასევე ვირუსის სირთულისა და გავრცელების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.

"ამ სისტემების შექმნის ღორებულება ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რა თანხაც ახლა პანდემიის დასამარცხებლადაა საჭირო. ახლა ადამიანმა გააცნობიერა, რომ კი, ნამდვილად არსებობს ალბათობა, ვირუსი ყოველ 20 წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს და მოქალაქეები ელოდებიან, რომ პოლიტიკოსები პრიორიტეტად აქცევენ ვირუსთან გასამკლავებლად წინასწარ მომზადებას“, - ამბობს გეითსი.

ის ასევე დასძენს, რომ თუ სახელმწიფოები მოემზადებიან და ინვესტიციებს განახორციელებენ დიაგნოსტიკური ცენტრების შექმნაში, ვირუსის გავრცელების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში, ვაქცინების შექმნის კუთხით, მსოფლიო აღარ აღმოჩნდება ისეთ კრიზისში, როგორშიც დღეს არის.

აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედი მილიარდერი წლების წინ საუბრობდა მოსალოდნელ პანდემიაზე, ვაქცინების სწრაფად შექმნის აუცილებლობასა და ამ სფეროში უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებაზე.

2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმაზეც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია. "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერდა Microsoft-ის დამფუძნებელი წლების წინ.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ბილ და მელინდა გეითსებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნაწილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ციურიხში ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა

დრამატული ფოტოები იაპონიიდან, სადაც წყალდიდობამ 20 ადამიანი იმსხვერპლა

ქანიე უესთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს - რეპერს ილონ მასკი სრულ მხარდაჭერას უცხადებს