ავტორი:

ინდოეთში კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში, კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას indiatoday ავრცელებს.

სიტყვები - კორონა და კოვიდი ბევრს აშინებს, მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, ტყუპების მშობლებისთვის ის რთულ პერიოდზე გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლოა.

ტყუპებიდან ერთი გოგონაა და მეორე ბიჭი. კოვიდი ბიჭს დაარქვეს, ხოლო კორონა გოგონას. მშობლები ამბობენ, რომ შესაძლოა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალონ და ბავშვებს სახელები შეუცვალონ.

"ბავშვები მაშინ დაიბადნენ, როცა სხვადასხვა სირთულეების წინაშე ვიყავით, მე და ჩემს ქმარს გვსურდა ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ვირუსი სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ ამასთანავე მან ადამიანებს აიძულა კონცენტრაცია მოეხდინათ ჰიგიენაზე და კარგი ჩვევების გამომუშავებაზე. ამიტომაც, ამ სახელებზე ვიფიქრეთ“, - ასე ხსნის ტყუპების დედა გადაწყვეტილებას.

ინდოეთში კორონავირუსის გამო, 24 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყანაში 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ღარიბ ფენას მიეკუთვნება. კარანტინის გამო კი, ათასობით ადამიანი უმუშევარი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში COVID-19-ით 2 567 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 72 გარდაიცვალა, ხოლო 192 გამოჯანმრთელდა.

მთავარ ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვები არ არიან კოვიდი და კორონა, მათი რეალური ფოტო არ მოიპოვება.

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთათვის ასობით საფლავს ექსკავატორებით თხრიან (ფოტოები)

"მწვანე ბარათის" მიღების მსურველებს 2 თვე ტრამპის აკრძალვა შეეხებათ