ავტორი:

ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

ფიტნეს-მენტორი, რომელმაც ქართველებს სწორი კვება, ვარჯიში და გახდომა დააწყებინა

ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში ჯანსაღი კვების და ცხოვრების სტილის ერთგვარი პლატფორმა შეიქმნა, რომელსაც ბევრი მიმდევარი და დიდი გამოხმაურება მოყვა. სანდრო გოგოხია ფიტნეს მენტორია, რომელმაც ჯანსაღი გახდომის დღის წესრიგი აქტუალური გახადა და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. დღეს, ის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიტნეს ინსტრუქტორია საქართველოში.

პოპულარობით სარგებლობს ინსტაგრამზეც, სადაც ათასობით გამომწერისთვის აქვეყნებს ინფორმაციას ჯანსაღი კვების, ჩვენი ყოველდღიური რაციონის კალორიების, სახლში შესასრულებელი მარტივი ვარჯიშების, წონაში კლების მხოლოდ ჯანსაღი და მდგრადი გზის შესახებ. მის რჩევებს ენდობიან, სთხოვენ რეკომენდაციებს, როგორც პროფესიონალს. დასავლური ქვეყნების მიდგომა ნელნელა საქართველოშიც ინერგება და ამის პიონერი ახალგაზრდა და იდეებით სავსე ბლოგერია.

რამდენად იციან საქართველოში წონაში კლების ჯანსაღი მეთოდები, რა სხვაობაა აქაურ და დასავლურ მიდგომებს შორის? ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება შევამჩნიე: აქ ყველა ცდილობს წონაში სწრაფად, ექსტრემალურ პირობებში კლებას. იცავენ სხვადასხვა სარისკო დიეტებს, იღებენ მოკლევადიანი წონაში კლების ეფექტს, შემდეგ ორმაგად იმატებენ წონაში და ამით სტრესში არიან როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, შედეგს კი ვერ იღებენ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია და პირველი, რისი შეცვლაც მოვინდომე სწორედ ეს იყო.

რას საქმიანობდით ბრიტანეთში და როდის ან რა მიზნით დაბრუნდით?

2010 წელს დიდ ბრიტანეთში, ჩესტერის უნივერსიტეტში მენეჯმენტის და მარკეტინგის სასწავლებლად სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე. იქ 4 წელი ვიცხოვრე და პროგრამაზე სწავლის პარალელურად ფიტნესის, ჯანსაღი კვების და ნუტრიციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება დავიწყე. ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი კულტურაა. სხვეულის მოვლა, სწორი კვება, ყოველდღიური ვარჯიში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამან გამიტაცა და გადავწყვიტე ეს საკითხი პროფესიონალურ დონეზე მესწავლა.

მაშინ, ერთერთ მსხვილ ფიტნეს კლუბში მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომელიც დღესაც მეხმარება. საქართველოში დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი რა საქმეს დავუთმობდი ჩემს ცხოვრებას - ეს იქნებოდა არა მხოლოდ ფიტნეს დარბაზში მუშაობა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის საქართველოში პოპულარიზაცია და ამის დანერგვა ადამიანებების ყოველდღიურობაში.

რამდენად შეძელით ბრიტანეთში მიღებული ცოდნის გამოყენება საქართველოში და რას საქმიანობთ ახლა?

მიღებული ცოდნის გაღრმავება საქართველოში გავაგრძელე. გამოვიწერე ნუტრიციასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა, გავიარე საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამები, ვითანამშრომლე რამდენიმე სპორტდარბაზთან, შევქმენი ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი ვარჯიშისა და წონაში კლების ონლაინ პლატფორმა, რომელსაც რეალურად მოაქვს მომხმარებლისთვის შედეგი და ეს ძალიან მახარებს. დავიწყე მენტორშიპის პროგრამა დამწყები ინსტრუქტორებისთვის და ამას უსასყიდლოდ ვაკეთებ, ვინაიდან მჯერა, ცოდნის გაზიარება შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების კულტურას საქართველოში. ამ გამოცდილებამ მომიყვანა ერთერთ საუკეთესო ფიტნეს დარბაზამდე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ზუსტად ის ფასეულობები აქვს რაც მე. ,,წრეში’’ თავისუფალი, ჯანსაღი სივრცეა, სადაც არავის ვაკრიტიკებთ, ერთმანეთს ვეხმარებით, გამოცდილებას ვუზიარებთ და ენერგიით ვავსებთ. წრის გახსნისთანავე იქ ვმუშაობ, დღეს უკვე მმართველ პოზიციაზე დამჭირდა იმ ცოდნის და გამოცდილების გამოყენება რომელიც წლების წინ ბრიტანეთში მივიღე.

რა რჩევას მისცემთ მათ ვისაც წონაში კლება სურს, ბევრი სხვადასხვა საშუალება სცადა მაგრამ მიზანს ვერ აღწევს?

მთავარია დღის განმავლობაში სწორად გადაანაწილოთ რაციონი, მიიღოთ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორი რაოდენობა, დაითვალოთ კალორიები და შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები. ჯანსაღი ცხოვრება ერთგვარი ფილოსოფიაა და მას არაფერი აქვს საერთო ორკვირიან დიეტასთან, რომელსაც არც შედეგი მოაქვს და ორგანიზმს აზიანებს. ამ რჩევებს ყოველდღიურად ვაზიარებ ჩემს ინტაგრამზე, ამიტომ თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, გამომყევით მე.

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

"ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს" - როგორ არიან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"