ავტორი:

"ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს" - როგორ არიან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში

"ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს" - როგორ არიან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ბოქსირებულ სექტორში კოვიდ19-ით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნლობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი არასრულწლოვანი პაციენტები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს.

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში არ გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი. მათგან 13 არის კორონავირუსით დადასტურებული დიაგნოზი. აქედან 18 წლამდე ასაკის პაციენტია 6. ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს,“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, ხოლო დღეს ტესტირება სულ ცოტა 4 პაციენტს ჩაუტარდება.

„ჩატარებული 7 კვლევიდან ყველა უარყოფითია. ამ ეტაპისთვის გვყავს 4 პაციენტი, რომელსაც ტესტირება დღეს ჩაუტარდება, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტარდება განმეორებითი კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით დადასტურებული გამოჯანმრთელება არ გვაქვს,“ - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - "ეს ოჯახს უკავშირდება"

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია პაციენტების მდგომარეობაზე