ავტორი:

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 13 წლის ბავშვის და 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, სტაბილურია იმ პაციენტების მდგომარეობაც, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

"ორსული, რომელიც უკვე 23-ე კვირაშია მისი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია ნაყოფის მდგომარეობა, ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. 8 კვირის ორსული, 19 წლის ქალბატონის მდგომარეობა და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება სტაბილურად. ჩვენს კლინიკაში არის ერთი 13 წლის ბავშვი, ამ ეტაპზე არანაირი დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფასდება სტაბილურად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170 შეთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 36. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული COVID-19-ით ინფიცირებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია