ავტორი:

პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა

პირბადის გარეშე სიარულისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, ფილიპინებში პოლიციამ მამაკაცი მოკლა

ფილიპინებში პოლიციამ ადამიანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული კარანტინის წესების დარღვევის გამო მოკლა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ჯარსა და პოლიციას უბრძანა, დაეხვრიტათ ყველა, ვინც შემოღებულ წესებს დაარღვევდა.

როგორც Al Jazeera წერს, პოლიციამ ესროლა 63 წლის მამაკაცს, რომელიც არ ატარებდა პირბადეს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ფილიპინების სამხრეთ პროვინციაში, აგუსან დელ ნორტეში მოხდა.

ფილიპინების პოლიციის ოფიციალური განცხადებით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მას თავდაპირველად გაფრთხილება მისცეს იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა, რამაც ის გააღიზიანა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. სამართალდამცველებმა მას ესროლეს და მოკლეს.

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ გასულ კვირას მოქალაქეები გააფრთხილა და თქვა, რომ სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი იმ ადამიანების მიმართ, ვინც შემოღებულ წესებს არ დაემორჩილება.

"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემა სერიოზულია და თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ვუბრძანებ პოლიციასა და ჯარს - თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, დახვრიტეთ ისინი. გასაგებია? - პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ" - მიმართა პრეზიდენტმა საზოგადოებას სატელევიზიო ეთერით.

ფილიპინებში ამ დროისთვის კორონავირუსით 3 414 დაინფიცირდა, მათ შორის 152 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 64 გამოჯანმრთელდა.

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ