ავტორი:

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

ბაშა მუკჰერჯი 2019 წლის "მის ინგლისის“ ტიტულის მფლობელია. გოგონა ამ წოდების სხვა მფლობელთა მსგავსად, საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ის ბრიტანეთში დაბრუნდა და ახლა COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს.

ბაშა პროფესიით ექიმია და სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე ექთნად მუშაობდა.

"მის ინგლისის“ ტიტულის მიღების შემდეგ, მან თავისი ქვეყანა "მის მსოფლიოს“ კონკურსზე წარადგინდა, რის შემდეგაც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა კეთილი ნების ელჩად მუშაობა შესთავაზეს. გოგონა აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში.

"მიმიწვიეს აფრიკაში, თურქეთში, ინდოეთში, პაკისტანში და სხვა აზიურ ქვეყნებში საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით“, - უთხრა მან CNN-ს.

24 წლის ბაშა მარტში ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად იყო მივლენილი. ორგანიზაცია ფინანსურად დაეხმარა უსახლკაროდ დარჩენილ გოგონებს, ასევე რამდენიმე სკოლას სასკოლო ინვენტარი შეუძინეს.

როდესაც კორონავირუსის გამო ინგლისში ვითარება გართულდა, გოგონა სამშობლოში დაბრუნდა და იმ კლინიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც ადრე ექთანი იყო. ბაშა ესაუბრა კლინიკის მენეჯერებს და სთხოვა მათ, რომ სამსახურში დაბრუნების ნება მიეცათ.

"საშინელი განცდაა, უბრალოდ ატარებდე სილამაზის დედოფლის გვირგვინს, მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსით ამდენი ადამიანი იღუპება და ექიმები ამდენს შრომობენ.

მე სახლში მსურდა დაბრუნება, მინდოდა აქ ჩამოსვლა და ჩემს ძველ სამსახურში წასვლა. ვფიქრობდი, რისთვის მივიღე განათლება და როდის იქნება უკეთესი დრო, რომ მეც მედიცინის სექტორის ნაწილი გავხდე. ვიცი, შემიძლია მათ დავეხმარო.

არ არსებობს უკეთესი დრო დავეხმარო ინგლისს - ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - ამბობს ბაშა მუკჰერჯი.

ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გოგონა 14 დღის განმავლობაში კარანტინში იყო, ახლა ის Pilgrim-ის საავადმყოფოში მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 55 242 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 6 159 გარდაიცვალა, ხოლო ჯერჯერობით მხოლოდ 135 გამოჯანმრთელდა.

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა