ავტორი:

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

კომპანია Gilead Sciences-ის პრეპარატ "რემდესივირზე" ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების 31%-ით უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ონფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ შედეგს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

"შედეგებმა აჩვენა, რომ "რემდესივირს" მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროცენტიანი მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია" - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მედიკამენტზე ჩატარებულმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ ის, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც „რემდესივირს“ ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში კი - 11.6 პროცენტი,“- აღნიშნულია აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, კვლევაში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერების მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ პრეპარატს ორი თვის განმავლობაში ცდიდნენ.

"პოტენციურად ამ წამალს შეეძლება დაავადების გართულების შეჩერება, იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით", - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი შიჰანი, რომელიც ერთ-ერთია მკვლევართაგან, რომლებიც მედიკამენტის ეფექტურობას სწავლობს.

შეგახსენებთ, "გილიადი" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული და საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან