ავტორი:

9 აპრილის ცნობილი ფოტოების ავტორი 9 აპრილს გარდაიცვალა

9 აპრილის ცნობილი ფოტოების ავტორი 9 აპრილს გარდაიცვალა

"კარანტინის, კომენდანტის საათის, სამედიცინო ნიღბებისა და Covid-19-ის შესახებ საუბრებს მიღმა, თითქოს დაგვავიწყდა... არადა, ეს ხომ დღევანდელ ღამეს მოხდა, 31 წლის წინ..." - ეს გოგი ცაგარელის ბოლო პოსტია "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ფოტოგრაფის, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 1989 წლის სისხლიანი აპრილის სიმძიმე ცხადად ასახა თავის ფოტოებში.

ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, დღეს 9 აპრილს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა...

უკანასკნელ პოსტში ცაგარელმა 31 წლის წინანდელი აპრილის თვის მის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა "ფეისბუქის" პირად გვერდზე

"დავიბადე 1947 წელს თბილისში და 32 წლამდე არც მიფიქრია, რომ ოდესმე ხელში კამერას ავიღებდი, სურათების გადაღებას დავიწყებდი. ტექნიკური განათლება მივიღე და რამდენიმე წელი ინჟინრად ვმუშაობდი, როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა და დავიწყე მისი გადაღება ძველი საბჭოთა ფოტოაპარატით.

VIDEO: 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგრაფი 9 აპრილს გარდაიცვალა - გოგი ცაგარელის 15 შთამბეჭდავი კადრი

იმის შემდეგ, რაც ვიგრძენი, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის გადაღება აღარ მაკმაყოფილებდა, მალევე ავირჩიე პრესს-ფოტოგრაფია, როგორც ჩემი მომავალი პროფესია და შემდგომი 25 წელი მარტო ფოტოჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული.

მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე იმის აღქმა, რომ დედამიწაზე არა მარტო პრესს-ფოტოგრაფია არსებობს. მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია ელიტარულია. მე არ მიყვარს სიტყვები „მხატვრული ფოტოგრაფია“, „ფოტოხელოვანი“. ჩემი საყვარელი კამერაა „Nikon F3“, მაგრამ მე სხვა აპარატებითაც ხშირად ვიღებ, ციფრული და დიდ ფორმატიანი კამერების ჩათვლით" - წერდა ერთ-ერთ გვერდზე ცაგარელი.

ფოტოგრაფის შვილმა სოციალურ ქსელში მიმართა ნაცნობ-მეგობრებს და მოუწოდა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ სამძიმარზე მისვლისგან...

"ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 305 პირი გამოიკვეთა, 1600 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და 13 პირის მდგომარეობა საყურადღებოა"

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს