ავტორი:

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იეჰორ ფირსოვის თქმით, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში წვიმა დაეხმარა.

„ძვირფასო მეგობრებო, თქვენგან ასობით შეკითხვას ვიღებდი, განსაკუთრებით ჟურნალისტებისგან. მაპატიეთ, მაგრამ აღნიშნულ ზონაში, ტყეში ცუდი სიგნალია. ხანძარი ჩამქრალია, წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია მუდმივად იზომება და ის ნორმაშია“, - წერს ფირსოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ჩერნობილის კატასტროფის ადგილის მიმდებარე ტყეებში ხანძარს 4 აპრილიდან ებრძოდნენ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი რადიოაქტური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

უკრაინაში ტაძრის მესანთლე კორონავირუსით გარდაიცვალა - ქვეყანაში ვირუსით 108 გარდაცვლილია

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთ დღეში - 6,5 მილიარდით, მისი ყოფილი მეუღლე კი 2 მლრდ დოლარით გამდიდრდა