ავტორი:

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

Foxnews.com აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ვირუსის წარმომავლობა სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიას უკავშირდება.

გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, ამით სურდა ეჩვენებინათ, რომ აღნიშნული თვალსაზრისით არა მხოლოდ თანაბარია აშშ-თან, არამედ მასზე უფრო ძლიერიც.

Fox News-თან საუბრობს ბევრი სხვადასხვა წყარო, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფოს ადრეული მოქმედებების შესახებ.

წყაროები ამბობენ, რომ ვირუსის საწყისი გადაცემა მართლაც ღამურიდან ადამიანზე მოხდა, თუმცა ინფიცირებული ე.წ. ნულოვანი პაციენტი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, ხოლო ინფიცირების შემდეგ მოსახლეობაში გავიდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უხანის ცნობილ ბაზარში, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსის წარმოშობა, არასდროს იყიდებოდა ღამურები, ჩინეთის ხელისუფლებამ კი სპეციალურად გააკეთა ისე, რომ საზოგადოებას აქცენტი ამ ბაზრობაზე გადაეტანა და უხანის ლაბორატორიაზე ეჭვი არ გასჩენოდათ. წყაროს ცნობით, ბაზრის დადანაშაულებით ჩინეთმა ვირუსის გავრცელების რეალური მიზეზის დამალვა და ერთგვარად ყურადღების გადატანა სცადა.

Fox News წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა და დამალა მონაცემები, ასევე გაანადგურა ნიმუშები, ადრეული ცნობები და ანგარიშები ვირუსის შესახებ.

გამოცემის ცნობითვე, ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2018 წლის გასცეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების არასაკმარისი დონე იყო. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მსოფლიოს მეცნიერებს. მაშინ საუბარი ეხებოდა ღამურებთან დაკავშირებულ სარისკო კვლევებს.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ვირუსი ჩინეთში, უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არის მცირე მანძილით დაშორებული უხანის ცნობილი ბაზრიდან. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი და აშშ-ის მთავრობა გულმოდგინედ მუშაობს ყველაფრის გამოსარკვევად“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

Fox news-ის ცნობით, ჩინეთში იყვნენ ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც აფრთხილებდნენ საზოგადოებას ვირუსის გავრცელებისა და მისი გადამდები ბუნების შესახებ, თუმცა ეს ადამიანები "გაუჩინარდნენ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა სწრაფად შეაჩერა უხანიდან ჩინეთის სხვა ადგილებში, შიდა მიმოსვლა, თუმცა სწრაფადვე არ შეუჩერებია უხანიდან საერთაშორისო ფრენები.

უფრო მეტიც, Fox News წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) თავიდანვე თანამონაწილეობდა ამ ყველაფერში და ჩინეთს რეალური ინფორმაციის დაფარვაში ეხმარებოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, მსოფლიოში 2 084 042 ადამიანი დაინფიცირდა, პაციენტთა შორის 134 669 გარდაიცვალა, ხოლო 515 090 გამოჯანმრთელდა.

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

ნიგერიაში დააკავეს კაცი, რომელმაც 40 ადამიანი გააუპატიურა - მსხვერპლთა შორის უხუცესი 80 წლის, ხოლო ყველაზე პატარა 10 წლისაა

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"