ავტორი:

სად არის გახარია, როცა მისი პრესსპიკერი წესების გამკაცრების შესახებ ბრიფინგს მართავს

სად არის გახარია, როცა მისი პრესსპიკერი წესების გამკაცრების შესახებ ბრიფინგს მართავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება. ამასთან, საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილება იკრძალება.

ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ორემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მანამდე კანცელარიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერი გიორგი გახარია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.

საგანგებო ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ. მათი თქმით, ქვეყანაში შიდა გავრცელების მძიმე პროცესია დაწყებული და მოუწოდეს საზოგადოებას, სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიებში არ წავიდნენ.

საგანგებო ბრიფინგზე განცხადება არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრს. თუმცა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარია ბრიფინგების ოთახში გამყრელიძის, ჩიქოვანისა და იმნაძის განცადებებს წესების გამკაცრების შესახებ იქვე მდგომი ისმენდა.

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტზე - COVID-19-ს მისი მეუღლეც ემსხვერპლა

ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება