ავტორი:

"კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე" - რუსუდან შარაძე

"კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე" - რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შესახებ წერს:

"ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი! არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე", - წერს რუსუდან შარაძე.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძეს უფროსი ვაჟი, გიგი გამყრელიძე 1995 წელს ავარიაში დაიღუპა.

ზაზა ფაჩულიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო - სპორტსმენი გულშემატკივრებს ფოტოს უზიარებს

"თბილისში მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს" - რა ვიდეოს ავრცელებენ თბილისში მყოფი თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ ცისკარიძე?

"სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში" - გიორგი გახარია ძმებ არველაძეებთან ერთად, ფოტოები ოზურგეთიდან