ავტორი:

"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა

"სულ ხალისიანი იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების სიყვარულს" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე დღეს დილით, გულის უკმარისობის დიაგნოზით, "ჯოენის კლინიკაში" გარდაიცვალა. დაგეგმილი საკესირო კვეთა ჟურნალისტს 21 მაისს "იმედის კლინიკაში" ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში დედა და შვილი თავს კარგად გრძნობდნენ. როგორც ნინი ჯაფარიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ნინის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გარდაცვალება თანდაყოლილმა გულის მანკმა გამოიწვია.

"იმედის კლინიკაში" ძალიან კარგად ჩაიარა ოპერაციამ. გაჩნდა პატარა ბარბარე, სრულიად ჯანმრთელი და დედაც კარგად გრძნობდა თავს ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა მისი მდგომარეობა, გულის უკმარისობა დაეწყო და გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ ორი დღე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ. გუშინ კი "ჯოენის კლინიკაში" გადაიყვანეს. ნინის ჰქონდა თანდაყოლილი გულის მანკი და ამან დაამძიმა მისი მდგომარეობა. ყველანარი მკურნალობა სრულყოფილად ჩაუტარდა. ბარბარე სახლშია უკვე და თავს კარგად გრძნობს. ნინისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო", - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

"არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს საშინელი ტკივილი, რაც ამ ამბავმა თითოეულ ჩვენგანს მოგვაყენა, ვერ ვიჯერებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადამიანი, რომელიც "ბიბლუსის" ხალისი იყო, ადამიანი, რომელიც ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულად უყვარდა. არ შეიძლებოდა, ნინი არ გყვარებოდა ისეთი კეთილი, ჭკვიანი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი იყო. ხანდახან დღის ბოლოს ენერგია გამოცლილი მას რომ შევხედავდი, სულ ხალისიანი და თვალებმოციმციმე იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების ასეთ სიყვარულს, ძალიან დიდი ტკივილია ყველასთვის მისი დაკარგვა.

"ბიბლუსმა" მისი სახით დაკარგა უდიდესი გულშემატკივარი, საუკეთესო თანამშრომელი და ძალიან დიდი ხალისი, რომელსაც არ ვიცი ოდესმე რამე თუ შეგვიცვლის. მთელი სამსახურის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ნინი მუდმივად დარჩება "ბიბლუსის" ისტორიას, როგორც საუკეთესო თანამშრომელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენთან უკეთესობისკენ, სამუდამოდ წასვლით კი მუდმივი სევდა დაგვიტოვა თოთოეულ ჩვენგანს", - აცხდებს "ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" სამძიმარს უცხადებს ნინი ჯაფარიძის ოჯახს და თანამშრომლებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ