ავტორი:

6 პირი, რომელიც აღდგომას ეზოში აღნიშნავდა, პოლიციამ დააკავა - ინციდენტი თბილისში (ვიდეო)

6 პირი, რომელიც აღდგომას ეზოში აღნიშნავდა, პოლიციამ დააკავა - ინციდენტი თბილისში (ვიდეო)

ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციამ 6 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, 6 მამაკაცი ეზოში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და მოუწოდეს, სოციალური დისტანცია დაეცვათ.

ადგილზე შეკრებილებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსამსახურში განუცხადეს, მათგან ორი სსკ-ის 353 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს, 4 კი - ადმინისტრაციულად, 173-ე მუხლით.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, ექვსივე მამაკაცი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3 ათას-3 ათასი ლარით დაჯარიმდა.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე