ავტორი:

"მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმეს გაკეთება... გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად" - სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

"მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმეს გაკეთება... გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად" - სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი ამბობს, მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

"გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ.

მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმეს გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება", - აცხადებს სააკაშვილი.

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

LIVE: "360 გრადუსი" - სერგო რატიანი, ანა დოლიძე, გია გაჩეჩილაძე