ავტორი:

პოლიციელის სახლიდან უმისამართო გასროლა ადრეც ყოფილა - რას იხსენებენ ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის მეზობლები

პოლიციელის სახლიდან უმისამართო გასროლა ადრეც ყოფილა - რას იხსენებენ ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის მეზობლები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რა დროსაც უმისამართო გასროლის შედეგად პოლიციელმა, სოსო გაბრიაძემ 50 წლის თამარ ანთელავა იმსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საკუთარი ბინის აივნიდან გაისროლა. როგორც მეზობლები "კურიერს" უყვებიან, პოლიციელი დღესასწაულებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხშირად აღნიშნავდა.

გამონაკლისი არც ახალი წელი ყოფილა. ერთ-ერთი რესპონდენტი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს ტყვია მის კონდიციონერსაც მოხვდა.

როგორც რესპოდენტი "კურიერთან" იხსენებს, სპეციალური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონდიციონერში ტყვიის ვაზნა იყო. მისი ვარაუდით, ახალ წელს მისი მეზობელი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა. მისივე თქმით, გუშინ მამაკაცმა ორი მჭიდიდან გაისროლა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ 116-ე მუხლით, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გაბრიაძეს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"იყო შემთხვევა, როცა შვილი შეეძინა და დიდი ხანი ნანახი არ ჰყავდა შვილი" - პრემიერმა პოლიციელები დააჯილდოვა

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე