ავტორი:

"ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე..." - ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალის მეუღლე პირველად შეხვდა შვილებს

"ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე..." - ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალის მეუღლე პირველად შეხვდა შვილებს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 5 შვილის დედის, 34 წლის ცირა ალიხანაშვილის მეუღლე, მამუკა ნაჭყებია სამტრედიაში, საკუთარ სახლში პირველად ჩავიდა შვილებთან და ახლობლებთან შესახვედრად.

მამაკაცი იქამდე 14-დღიან კარანტინში იმყოფებოდა კახეთში, რადგან ესპანეთიდან სპეციალური რეისით დაბრუნდა საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად და სავალდებულო კარანტინიც გაიარა.

უდედოდ დაბრუნებული მამისა და შვილების შეხვედრა უმძიმესი და ემოციური სანახავია. ცირა ალიხანაშვილისა და მამუკა ნაჭყებიას უფროსი შვილი 15 წლამდე ასაკისაა, უმცროსი კი - ორ წლამდე:

"დაბრუნდა... საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა... დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით... ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე.

კაცები "არ ტირიანო", მაგრამ ტყუილია! ტირიან, როდესაც უყვართ! ტირიან, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ... შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს, ეს ის მომენტია..." - წერს გარდაცვლილის მული ხათო ნაჭყებია, რომელმაც მამისა და შვილების ემოიცური შეხვედრის კადრები გაავრცელა.

ცირა ალიხანაშვილს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, მეუღლესთან ერთად 2 მარტს ჩაფრინდა ესპანეთში სამკურნალოდ. მკურნალობისთვის აუცილებელი ხარჯების შეგროვაში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საზოგადოება დაეხმარა. თუმცა, ესპანეთში ჩასვლიდან მალევე, ავადმყოფ ქალს სეფსისი განუვითარდა, ექიმებმა ორგანიზმი გაწმინდეს და ქიმიის პირველი პროცედურაც ჩაუტარეს, თუმცა მალევე ალიხანაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზშიც კორონავირუსია მითითებული.

მიუხედავად ოჯახის და საქართველოს სახელმწიფოს დიდი მცდელობისა, ესპანეთმა უარი თქვა გარდაცვლილი ქალის სამშობლოში გადმოსვენებაზე, ამიტომ ცირა ალიხანაშვილი 26 მარტს მადრიდში, სპეციალურ აკლდამაში დაკრძალეს.

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე