ავტორი:

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია დონალდ ტრამპის წუხანდელი ბრიფინგის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. Lysol and Dettol მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხსნარების გამოყენება მხოლოდ ზედაპირული დამუშავებისთვის არის შესაძლებელი და მათი დალევა ან ორგანიზმში სხვა გზით მოხვედრა მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

კომპანიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარის სხეულის ზედაპირზე დიდმა მოხმარებამაც შესაძლოა, დაზიანება გამოიწვიოს და მისი „ინექციის სახით მიღება ან დალევა კატეგორიულად აკრძალულია".

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ წარმოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნება გამოიწვიოს.

როგორც BBC წერს, თეთრ სახლში გუშინ კორონავირუსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და მაღალ ტემპერატურაზე კორონავირუსი უფრო სწრაფად სუსტდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მათეთრებელი სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ვირუსს 5 წუთში კლავს.

აშშ-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უილიამ ბრაიანმა როდესაც ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კვლევის შედეგი გააცნო, ასევე ისიც აღნიშნა, რომ ასეთ საშუალებებთან უდიდესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ტრამპმა კი მას ურჩია, რომ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარონ.

მან ურჩია მედიკოსებს, რომ გამოსცადონ ულტრაიისფერი სხივების ეფექტურობა მისი ორგანიზმში შეყვანით.

"და კიდევ, მე ვხედავ სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებიც ერთ წუთში კლავენ ვირუსს. არსებობს რაიმე გზა, რომ ეს ინექციით შევიყვანოთ ორგანიზმში და ყველაფერი გავასუფთავოთ? საინტერესო იქნება ამის შემოწმება“, - თქვა ტრამპმა.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან