ავტორი:

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

ესპანეთში, ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლი, 29 წლის აბდელ მაჯედა ბარი დააკავეს. ის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე ლონდონურ კლუბში რეპერი იყო, შემდეგ კი სირიაში წავიდა და “ისლამური სახელმწიფოს” წევრი გახდა.

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, რეპერი ტერორისტი ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ალმერიაში დააკავეს.

აბდელ ბარი და მამიმისი, აფრიკაში ამერიკის საელჩოს აფეთქებაში ორჯერ იყვნენ ეჭვმიტანილნი. მოგვიანებით, 29 წლის ტერორისტის კვალი ესპანეთში მიდის, სადაც რამდენიმე დღის წინ დააკავეს კიდეც. ესპანეთის პოლიციამ აბდელ ბარი საცხოვრებელ ბინაში ორ პირთან ერთად აიყვანა.

"სამივეს მადრიდის ადგილობრივ სასამართლოში გაასამართლებენ. აბდელ ბარი-უმცროსი ”ალ ყაიდას” ეგვიპტელი მეომრის შვილია. მან ეს გზა მას შემდეგ აირჩია, რაც 2012 წელს მამამისი აბდელ აბდულ ბარის ამერიკაში ექსტრადირება მოხდა. მან 90-იანი წლების მიწურულს კენიასა და ტანზანიაში ორი აფეთქება დაგეგმა და მის მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს, 220 ადამიანი შეეწირა. 2015 წელს ნიუ-იორკში უფროს ბარის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს" - წერს დასავლური მედია.

როგორც ირკვევა, ტერორისტი მამის ასევე ტერორისტი შვილი, დიდი ხნის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტეტორისტის სტატუსით იძებნებოდა.

ესპანური სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ტერორისტები ცდილობდნენ პანდემიის პირობებში შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ, ბინიდან თითო-თითოდ გადიოდნენ და მუდმივად ატარებდნენ პირბადესა და ხელთათმანებს.

ესპანური პოლიციის ცნობით, ოპერაცია საერთაშორისო აგენტების თანამშრომლობით ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, აბდელ ბარი-უმცროსი, ახლო აღმოსავლეთიდან ლონდონში დაბრუნებას ესპანეთის გავლით ცდილობდა.

ესპანეთის შს სამინისტრომ, 2012 წელს რელიგიურ ექსტრემიზმთან კავშირის ბრალდებით, დაახლოებით 400 ადამიანი დააკავა, თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზით, ციხეს გადაურჩა.

თავის კლიპებში აბდელ მაჯედა ბარი ნარკოტიკების მოხმარებაზე, ასევე მის ოჯახზე განხორციელებულ ძალადობაზე მღეროდა... 2013 წელს, აბდელ ბარი უმცროსმა თავის თაყვანისმცემლებს ასეთი შინაარსის შეტყობინება დაუტოვა - "მე ყველაფერი ალაჰის გამო დავტოვე..."

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან