ავტორი:

ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, მომხდარ დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტში მონაწილე პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო სმუშაოები მიმდინარეობდა.

დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათთან შეყვანილ პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რის გამოც, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ორჟონიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა

გლდანში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა - ბინაში აკრძალული გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა