ავტორი:

კახეთის პოლიციამ ყანდაურას გახმაურებული მკვლელობა გახსნა - 1 წლიანი ძებნის შემდეგ ნოდარ გამყრელიძე დაკავებულია

კახეთის პოლიციამ ყანდაურას გახმაურებული მკვლელობა გახსნა - 1 წლიანი ძებნის შემდეგ ნოდარ გამყრელიძე დაკავებულია

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყანდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. სამართალდაცმველები მას ერთი წლის განვალობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.

სახელმწიფო ბრალდება მას ცეცხლსასროლი იარაღით დედის მკვლელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ ყანდაურაში გასული წლის 3 მაისს მოხდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ადამიანის მკვლელობისთვის 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა. მას შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობა ბრალდებოდა.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა მოგვიანებით აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამავე საქმეზე დაკავებული იყო უმცროსი ომარ გამყრელიძეც, რომელსაც გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავებოდა.

გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე