ავტორი:

საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ასობით დაღუპული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით - პაატა იმნაძე

საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ასობით დაღუპული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით - პაატა იმნაძე

ჯერჯერობით მგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ ტარდება საქართველოში ტესტები მასიურად.

მისი თქმით, ტესტები საქართველოში ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.

„ძალიან გთხოვთ, ნახეთ ის მასობრივ ტესტირებას რომ ეძახიან, რამდენი პროცენტით არის მოცული, გინდა იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრენლანდია, არაფერს ვლაპარაკობ ევროპის და აშშ-ის შესახებ , სადაც არა თუ მსუბუქ პაციენტებს საავადმყოფოებშიც კი კატეგორიებად არის დაყოფილი, ვის უტარდება ტესტირება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას.

ჯერჯერობით მემგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მგონი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, ის რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია. ის, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო, აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაც ტესტირებას შეეხება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"