ავტორი:

"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს" - რას ჰყვება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი

"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს" - რას ჰყვება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ გამოცემა Fox News-ს საგარეო საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩენ ინმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვონსანის რეგიონში იმყოფება, რომელიც საკურორტო ზონაა.

"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და კარგადაა. ის ვონსანის რეგიონში 13 აპრილიდან იმყოფება. ჯერჯერობით არანაირი საეჭვო მოძრაობა არ დაფიქსირებულა“, - ამბობს მუნ ჩენ ინი.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, ზოგი ცნობით, მან გულის ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ კიმ ჩენ ინი კომაშია,

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 აპრილს ბაბუის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან