ავტორი:

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

არსებული ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ექიმის ინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, ტურძელაძის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკა ისედაც აღნიშნულ რეჟიმში მუშაობდა.

"ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი - დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი ნაკადი შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება" - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

კლინიკაში ამ ეტაპზე იმყოფება 99 პაციენტი, მათგან ინფიცირებული პაციენტია 81.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე