ავტორი:

როგორ შეიძლება ერთი დახველებით მთელი თვითმფრინავი დაინფიცირდეს - შოკისმომგვრელი ვიზუალიზაცია

როგორ შეიძლება ერთი დახველებით მთელი თვითმფრინავი დაინფიცირდეს - შოკისმომგვრელი ვიზუალიზაცია

საჰაერო ხომალდის მგზავრთა სალონი, სხვადასხვა გადამდები დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი სარისკო ადგილია. ეს აქამდეც ასე იყო და ახალი კორონავირუსის დროს საფრთხე კიდევ უფრო დიდია, რადგანაც COVID-19 ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გადამდები ვირუსია.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობა, საჰაერო მიმოსვლა გაჩერებულია და ის რაც ახლა აღნიშნული კუთხით ხდება, უპრეცედენტოა. ადამიანები კარგავენ სამსახურებს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და ექსპერტები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ მალე შეიცვლება.

ვარაუდობენ რომ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძლებთ ფრენას უსაფრთხოების განცდით.

პერუდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს მოძრავი გრაფიკა, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეიძლება დაბინძურდეს თვითმფრინავის მთელი სალონი მხოლოდ ერთი დახველების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ეს გრაფიკა კორონავირუსის ერთ-ერთი შტამის, SARS-ის მაგალითით არის შექმნილი.

აღნიშნულის შესახებ "ნიუ იორკ პოსტი" წერს.

ეს ვიზუალიზაცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი დახველებით დაბინძურდეს თვითმფრინავის მთელი სალონი. გრაფიკა ემყარება 2003 წლის კვლევას საჰაერო ხომალდში SARS-ის გავრცელებაზე

გრაფიკა გვიჩვენებს, თუ როგორ იშლება თვითმფირნავის სალონში დახველების შემდეგ პატარა, უხილავი წვეთები, რაც მგზავრთა დაინფიცირების რისკს ზრდის.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ თვითმფრინავში SARS-ით ინფიცირებული (კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი) ერთი ადამიანია, ბოინგ 767-ით 5-საათიანი ფრენის დროს არის შანსი, ყოველი სამი მგზავრიდან ერთი ვირუსით დაინფიცირდეს,

• ნახეთ მოძრავი გრაფიკა:

This #datavizualisation shows how tiny invisible droplets from a single cough can flow through the cabin of a Boeing 767 passenger jet@washingtonpost / #tech #data #COVID19 #plane @CurieuxExplorer @jblefevre60 @PawlowskiMario @ShiCooks @mvollmer1 @ValensNtirenga2 pic.twitter.com/PwU6FUJi7b
— Pierre-Antoine Rizk (@Droit_IA) April 29, 2020

ასევე აღმოაჩინეს, რომ სავენტილაციო სისტემა ყველაფერს ცვლის - მაგალითად, თუ საჰაერო ხომალდის სავენტილაციო სისტემა ისეა დამონტაჟებული, რომ ის ახლოსაა არა ჭერთან, არამედ თვითმფრინავის ქვედა ნაწილთან, ინფიცირების რისკი მცირდება.

შენიშვნა: SARS არის კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი, რომელიც თავისი სიმპტომებით ძალიან ჰგავს ახალ კორონავირუსს, COVID-19-ს, თუმცა მისი გავრცელების კონტროლი COVID-19-სგან განსხვავებით, უფრო შესაძლებელია. 2002 წელს მსოფლიოში ამ ვირუსით 8 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 800 კი გარდაიცვალა.

დედამიწაზე ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სადაც COVID-19 არ არსებობს - როგორ ცხოვრობს ანტარქტიდაზე ჩარჩენილი 5000 ადამიანი

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს