ავტორი:

"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

28 აპრილს, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე მორიგ სკანდალში გაეხვა. საზოგადოებას თითქმის დავიწყებული ჰყავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი კადრი, რომლის კარიერაც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს შეეწირა.

დავით ცინარიძე ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ოჯახური სკანდალის გამო მოექცა. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცინარიძეს ბრალდება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა. უწყების ცნობითვე, ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხსასროლი იარაღი გაისროლა. დაკავებული დავით ცინარიძე ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

მედიასთან არ კონტაქტობდა დავით ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, გამონაკლისი AMBEBI.GE-სთან დაუშვა:

- დღეს შემოვედი სოციალურ ქსელში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა, თქვენს კითხვებს ამ ეტაპზე ამომწურავად ვერ ვუპასუხებ. მადლობას გიხდით თანადგომისათვის.

- თავს როგორ გრძნობთ?

- როგორც აღვნიშნე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ვარ ჯანმრთელად. ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან და კარგად არიან. ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში.

- შეგიძლიათ, რომ მომხდარი თვითიზოლაციას და მძიმე კარანტინულ ყოფას დააბრალოთ?

- ჩემთვის თვითიზოლაცია შესაძლებლობაა ჩემს სამ სამყაროსთან, ჩემს შვილებთან ერთად გავატარო დრო. ერთად ვაცხობთ, ვხატავთ, ვუვლით ჩემს ყვავილების ბაღს, საღამოობით ვსაუბრობთ იმ წიგნებზე, რომლებსაც კითხულობენ. ასევე ვასრულებ დისტანციურად ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.

დავით ცინარიძე და მანანა ბოლოთაშვილი თითქმის 15 წელია ერთად არიან. წყვილს სამი შვილი ჰყავთ. როდესაც ყოფილი სამართალდამცავი წლების წინ სკანდალში გაეხვა, მაშინ მეუღლემ მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე