ავტორი:

თუშეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

თუშეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვითარება არ შეცვლილა და სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი გუშინ საღამოს ჩამოწვა, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავის, თვალისა და ქვედა კიდურის არეში ტრავმა აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა - გუბერნატორი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე