ავტორი:

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გართულდა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება თავდაპირველად არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეყვანათ. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში, დღეს, გზაში დაიღუპა.

ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. მისივე განცხადებით, ჯუმბერ მილაძე საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა