ავტორი:

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ბიჭის მშობლები გახდნენ - "ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ..."

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ბიჭის მშობლები გახდნენ - "ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ..."

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - სამი ქალიშვილის შემდეგ, ნოზაძეების ოჯახში ვაჟი, მიქაელ გიორგი დაიბადა.

სიჭინავამ საკეისრო კვეთა 6 მაისს გაიკეთა და რამდენიმე საათში ახალშობილის ფოტოებიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში".

"ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიქაელისგან! მიყვარხართ ამდენი დადებითი ემოციისთვის და მინდა გისურვოთ ბევრი ბედნიერი წუთები... ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ კარანტინის გამო და ეს ისეთი სასაცილოა, ონლაინ კონტაქტი შვილთან სამშობიაროში. მიქაელი, როცა ვლაპარაკობ, დიდი ინტერესით მიყურებს, მგონი ხმაზე მცნობს. ძალიან თეთრია და ნუ რა თქმა უნდა ყვავი და ბახალას პოზიციიდან უსიმპატიურესი!

ზოგჯერ გოგოთი მივმართავ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ბიჭის დედობას. ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ!" - წერს სიჭინავა პირად გვერდზე და მადლობას უხდის ექიმებს.

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე 10 წელია ცოლ-ქმარი არიან. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს, ახლა კი ნანატრი ვაჟიც გაუჩნდათ.

"ხუთი წელია გასული ბოლო ორსულობიდან. მანამდე ყოველ წელს ორსულად ვიყავი და ხალხი უმუცლოდ რომ მხედავდა, მეკითხებოდნენ, რატომ? 30-ის გავთხოვდი და 34-ისას უკვე სამი შვილი მყავდა. ახლანდელი ასაკი სულ სხვაა და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ" - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში სიჭინავამ.

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?