ავტორი:

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე "ფეისბუქში" წიკლაურის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"მეგობრებო, ვინც პოსტავს ბაბუაჩემ თემურ წიკლაურზე რომ გარდაიცვალაო, არის სრული ტყუილი და სისულელე. არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი, რომელიც ამწამს გავრცელდა. ახლა ველაპარაკეთ ექიმს და ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის. ყველაფერი კარგად იქნება" - წერს გოგიბედაშვილი.

ცნობისთვის, წიკლაური კორონავირუსითაა ინფიცირებული და მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ამავე თემაზე: "ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა