ავტორი:

"ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია" - მიხეილ სააკაშვილი

"ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია" - მიხეილ სააკაშვილი

ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ადეიშვილი ასევე წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც იყო.

„ძველი პროკურორების 80% გენერალური პროკურატურის ცენტრალურ ოფისში, სწორედ ზურა ადეიშვილის თავმჯდომარეობით გაცხრილა კომისიამ. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდის ქვეშ არის. ადეიშვილი იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და ახლანდელი გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველიცააა რეფორმების დარგში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, ირაკლი მეზურნიშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას შესაძლო გადადგომაზე