ავტორი:

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე

ზოგს მთა მოსწონს და ზოგს ზღვა მოსწონს, დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, თუ სად ურჩევს დასვენებას ბავშვიან ოჯახებს.

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ მოქალაქეები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გამოიყენებენ.

"გასაგებია, რომ, რაც არ უნდა უცხოელი სტუმრებისთვვის კარიბჭეები გავხსნათ, მაინც იმდენი არ იქნება, უცხოელი ტურისტი.

ამდენად, პირიქით, მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას, რომ შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყანაში და მასქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები კურორტების სახით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან ოჯახებს 325 ადამიანი დაუბრუნდა

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

"ორჯერადი ტესტირებით კორონა აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო უმძიმესი ქრონიკული დაავადებებით" - რას ყვება ექიმი გარდაცვლილ 81 წლის ქალზე