ავტორი:

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში უსაფრთხოების ნორმების ცვლილება არ იგეგმება.

„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო. ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შესაძლებლია გარედანაც მოხდა ამის ვირუსის შემოტანა, სხვა მხრივ, დღესაც ვინც მუშაობს, პროტოკლს სრულად იცავს და ვერაფერს დავუმატებთ. საბედნიეროდ „სკაფანდრიდან“ დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებით დასრულებული, ჩვენი მედპერსონალი უზრუნველყოფილია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც არ გვქონდა და ამის გამო მოხდა ინფიცირება. ყოველთვის, ყველგან არის დამცავი საშუალებები, სხვა არის თუ ვინმემ ეს წესი დაარღვია. რა თქმა უნდა, თუ დარღვევის შემთხვევები გამოვლინდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა გოფოძემ.

როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი მათ კლინიკაში 11-ს შეადგენს.

მისივე განმარტებით, მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გოფოძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი ჰყავთ, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

“26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში, გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, ეს 2 მედდა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 15 შემთხვევაში შედის. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე