ავტორი:

ავარია ბათუმში - ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა

ავარია ბათუმში - ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

ტრაგედია სართიჭალაში - მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა