ავტორი:

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილისთვის რამდენიმე განმარტება გააკეთა:

"როცა იწყებენ ხოლმე ლაპარაკს რატომ არის შეზღუდვები, რატომ შეიძლება მხოლოდ სამი კაცი მანქანაში, კომენდანტის საათი რატომ არის, რა ვირუსი ღამით დადის? ამით ამცირებ მობილობას შორ მანძილზე, თორემ, მეზობელთან და მეგობართად გადასვლა და "ჩაჯდომა", ამის შემთხვევებიც არის, ყველას შეუძლია...

...ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა , ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში. ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, მაისურს ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჩემი მეგობრებიც კი მეჩხუბებიან მანქანაში წინ დაჯდომის აკრძალვაზე... რატომ მოიგონეთო. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, არაფერია ჩვენი მოგონილი. ეს არის "ანაბანა", რომელსაც იყენებენ დასავლეთში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

"11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას.

გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა.

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან

"მესმის საუბარი "დაჩიპვა" ვაქცინა... ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს" - პაატა იმნაძე