ავტორი:

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ტაბლოიდებმა არაერთ ქალთან დააწყვილეს. წერდნენ მის სასიყვარულო ურთიერთობაზე შარლიზ ტერონთან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობაზე ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ ენისტონთან.

აქამდე გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია ბრედის რომანტიკული ურთიერთობების შესახებ სიმართლე არ აღმოჩნდა. ამჯერად დასავლური ყვითელი პრესა ბრედისა და მსახიობ ალია შოუკატის რომანზე წერს.

სხვადასხვა გამოცემების ცნობით, 56 წლის ბრედისა და 31 წლის ალიას ურთიერთობა "მეგობრობაზე მეტია“.

როგორც USweekly-სთან საიდუმლო წყარო ამბობს, ალია და ბრედი ლოს ანჯელესში ერთმანეთისგან ათი წუთის სავალ გზაზე ცხოვრობენ და ალია მასთან სახლში ხშირად დადის, ხან ველოსიპედით, ხანაც ფეხით და ერთად დიდ დროს ატარებენ.

მისივე თქმით, ეს ვიზიტები ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივია, ისინი უკვეთავენ ბურგერებსა და პიცას, დროს ჰარმონიულად ატარებენ. "დეილი მეილი“ წერს, რომ ბრედისთვის ალია შთაგონების წყაროა, რომლისგანაც ხელოვნების მიმართულებით რჩევებს ისმენს და მას ერთგვარად მიმართულებას აძლევს.

წყაროს ცნობითვე, გოგონა ხშირად არის ბრედის გვერდით მის სახელოსნოში და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

ალია ამერიკელი მსახიობი და მხატვარია. ის ყველაზე მეტად ცნობილია State of Grace-ში შესრულებული ჰანა რეიბარნის როლით.

მსახიობი კალიფორნიაში დაიბადა. ჰყავს ორი ძმა. მისი მამა ერაყელია, ხოლო დედა იტალიური წარმომავლობის ნორვეგიელი. მას ნამუშევრების გამოფენა ჰქონდა ლოს-ანჯელესში, მეხიკოსა და პარიზში. თავისუფალ დროს ყოველთვის ხატვითაა დაკავებული. უყვარს მუსიკა და თავადაც მღერის - ერთ-ერთი ჯაზ ბარის შემსრულებელია. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ალია ბისექსუალია და ამას არასდროს მალავს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც პაპარაცებმა ალიას პიტთან ურთიერთობაზე ჰკითხეს, მან არაფერი უპასუხა და მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა.

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს