ავტორი:

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა" - გიგი უგულავა

ახალი ხელისუფლება როდესაც ხარ ბევრი რაღაც გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ, აღარაფერი აღარ გეპატიება, მითუმეტეს, მაშინ როდესაც წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არც საერთაშორისო საზოგადოება აღარ აპატიებს რამეს.

ამასთანავე, უგულავამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეაფასა და მას სამოსანი უწოდა.

"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია იმიტომ, რომ ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია. ზოგადად სკოლიდან, ალბათ, გახსოვთ როგორი უტიფარი თვითკმაყოფილების მქონე სახე აქვს ოროსანს, როცა სამიანს მიიღებს, დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავ დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს "ქართულ ოცნებას", რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს.

მთავარია ეს ჯამი ანუ ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე. განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილი უკვე რამდენი ხანია ცდილობს გათიშვას და მერე ბატონობას, მაგრამ ეს არ გამოსდის, ეს მან ფულით სცადა, შემდეგ დაპატიმრებებით, მაგრამ იღებს საპირისპიროს. ამიტომ თუ იქნება ერთობა და ამავდროულად მრავალფეროვნება - ერთობა მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება, მრავალფეროვნება კი იმას ქვია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ახალი პარტია უნდა, ამიტომ ამის შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს" - განაცხადა გიგი უგულავამ.

"მეგობრებო "ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?" - უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენაზე

"მოსკოვი ფსონს ინაშვილზე დებს, შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი" - საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება